ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები 18 თვე გაგრძელდება.

,,პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრული რეკონსტრუქცია /რეაბილიტაცია განხორციელდება. დამატებით დეკორატიული ელემენტების გამოყენებით შენარჩუნდება შენობის იერსახე.

 

რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება სასპორტო სკოლა და ბიბლიოთეკა.

მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე – სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე,

საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.

სპორტის სახეობების და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ანხორციელებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები