ტრამპი ჩინეთთან მიმართებით ტარიფების შემცირებას აანონსებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 145%-დან შემცირდება, თუმცა ნულამდე არ დაეცემა.
ტრამპის შენიშვნები ეხმაურებოდა ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის ადრინდელ კომენტარებს, რომელმაც თქვა, რომ მაღალი ტარიფები არამდგრადია და რომ ის სავაჭრო ომში მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის “დეესკალაციას” მოელის.
“ვნახოთ, რა მოხდება. მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ გარიგება უნდა დადონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში საქმიანობას ვერ შეძლებენ, ჩვენ კი გვინდა, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ.
ტარიფები 145% არ იქნება, რადგან ძალიან მაღალია. ის მნიშვნელოვნად შემცირდება, მაგრამ ნული არ გახდება. ადრე ნული იყო“, – განაცხადა მან.