23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
23 აპრილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა. დღეს მას 149 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, დიდი მეცნიერის ფოტოს და მასზე ინფორმაციას აქვეყნებს.
„სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე. გულცივი, გულგრილი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასოდეს დიდ საქმეს“. – ივანე ჯავახიშვილი.