კაია კალასი: ევროკავშირი ყირიმს რუსეთის ნაწილად არასოდეს აღიარებს, ყირიმი უკრაინაა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, აშშ-ს არ გამოუყენებია ყველა თავისი ინსტრუმენტი რუსეთზე ზეწოლის მიზნით.

მისი თქმით, მოსკოვი „თამაშობს“ „სააღდგომო ზავით“, რადგან მას ნამდვილად არ სურს მშვიდობა.

„მათ არ დაიცვეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ცხადია, რომ რუსეთი თამაშობს, დროს აყოვნებს და სინამდვილეში მშვიდობა არ სურს“, – განუცხადა მან AFP-ს.

კალასის თქმით, კიევი და მისი ევროპელი მხარდამჭერები იმედოვნებდნენ, რომ ვაშინგტონი მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას დაიჭერდა.

„მათ ხელში აქვთ ინსტრუმენტები, რომლითაც შეუძლიათ რუსეთზე ზეწოლის მოხდენა. მაგრამ ისინი არ გამოიყენეს“, – თქვა მან.

ამასთან, როგორც ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, ვაშინგტონის მხრიდან, სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება შეცდომა იქნებოდა. მისი თქმით, ევროკავშირი არასოდეს აღიარებს ნახევარკუნძულს რუსეთის ტერიტორიად.

„ყირიმი უკრაინაა“, – დასძინა კალასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები