სოფელ რუისში გზის ასფალტირება მიმდინარეობს
“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, გზის ასფალტირება მიმდინარეობს,”- ამის შესახებ ინფორმაციას, ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ რუისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს: გზა N2 მსხვილ მარცვლოვანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, სადაც გათვალისწინებულია 345 გრძივი მეტრი გზის ასფალტირება.
გზა N7 გზის მოსამზადებელი სამუშაოები. სულ დაიგება 1090 მეტრი გზის საფარი.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1″,- ნათქვამია ინფორმაციაში.