თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ანსამბლი „ჩაკრულო“ კახური სიმღერის კონცერტს გამართავს
30 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თელავის ფ. მახათელაშვილის სახელობის ეთნოგრაფიული ანსამბლი „ჩაკრულო“ კახური სიმღერის კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი ეძღვნება თელავში პირველი ეთნოგრაფიული ანსამბლის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს. ხელმძღვანელები: ბექა და გოჩა ბიძინაშვილები.