“საქართველო ბელგიაში გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენების პროცესში ჩართულია“

    საქართველოს საელჩო და საკონსულო სამსახური ბელგიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცესში ჩართულია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართული მხარისთვის მხოლოდ ის არის ცნობილია, რაც ბელგიის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებას აცნობა. “პროცედურებს თავისი წესები აქვს. ეს წესები უნდა იყოს დაცული და ბუნებრივია, ჩვენ საქართველოს მოქალაქის ოჯახს დავეხმარებით, ეს ჩვენი მოვალეობაა”, – აღნიშნა ზალკალიანმა.
ბელგიაში 25 წლის ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ბელგიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხდა, სადაც ის დევნილთა ბანაკიდან გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები