კრემლი – ენერგო ობიექტებზე თავდასხმის მორატორიუმის ვადა ამოიწურა

უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების ერთთვიანი ვადა, რაც ერთმანეთის ენერგო ობიექტებზე თავდასხმაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოიცავდა, ამოიწურა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ერთი თვე ნამდვილად ამოიწურა, თუმცა, ამ მომენტში, რაიმე დამატებითი ინსტრუქციები უმაღლესი მთავარსარდლისგან, ვლადიმერ პუტინისგან არ მიგვიღია“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი ემორჩილებოდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის აკრძალვას, რასაც, მისივე აღნიშვნით, კიევზე ვერ ვიტყვით.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მხარეები ერთმანეთის ენერგოობიექტების დაბომბვას განაახლებენ თუ არა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები