იემენის საწვავის პორტზე აშშ-ის თავდასხმას, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-მა, იემენის საწვავის პორტზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია, სულ მცირე, 38 ადამიანი,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დაიწყო თავდასხმები ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებზე, ეს შეტევა ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო თავდასხმად ფასდება. ინციდენტის დროს დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, ამ დარტყმების მიზანი ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დასუსტება იყო.

„ამ დარტყმების მიზანი იყო ჰუსიტების ძალაუფლების ეკონომიკური წყაროს დაკნინება, რომლებიც აგრძელებენ ექსპლუატაციას და დიდ ტკივილს აყენებენ თავიანთ თანამემამულეებს“,- აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

თუ ჰუსიტები არ შეწყვეტენ თავდასხმებს წითელი ზღვის გემებზე, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ გასულ თვეში ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ფართომასშტაბიან დარტყმებს არ შეაჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები