ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის ბენეფიციარებს, სააღდგომო ნობათები გადაეცათ
“აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ,”- ამის შესახებ ინფორმაციას, ახმეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააღდგომო ამანათები ბენეფიციარებს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა და მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, ნინო იდიძემ გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღდგომო ამანათი 370 ბენეფიციარს გადაეცა.