ლევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ

„ძალიან დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ და კანონი მკაცრდება. ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ მოუწევთ უვადო პატიმრობაც,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„პრევენციული ხასიათის კანონია, ვინაიდან ძალიან ბევრ ნარკორეალიზატორს, ე.წ. ბარიგას შეეშინდება და შეიცვლის პროფესიას. ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე, არამედ ზოგადად მსოფლიოს წინაშე“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა, ნარკოპოლიტიკაზე გამკაცრებული კანონმდებლობა დაამტკიცა. განხილვები დასრულებულია. გამკაცრებული სასჯელი და ახალი რეგულაციები ძირითადად ეხება ნარკორეალიზატორებს. კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები