რუსთავში სოკოთი მოწამვლის 12 შემთხვევა დაფიქსირდა
სოკოთი მასობრივი მოწამვლის შემთხვევები რუსთავში – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს უკვე 12-მა პაციენტმა მიმართა. მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია, რომელიც იაშვილის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ჰყვება, პაციენტებმა სოკო მინდორში მოაგროვეს. მოწამლულთა ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, ნაწილი კი თბილისის კლინიკებში მკურნალობს.