პრემიერი მეუღლესთან ერთად საზეიმო წირვას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. ტაძარში პრემიერთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=cGn5lY7Yj4M” width=”560″ height=”315″]