ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები დაესწრნენ.
საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა და მშვიდობა უსურვა:
„მინდა ყველას მოგილოცოთ სვეტიცხოვლობა. მინდა, მისი მადლი ფარავდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რაც მთავარია, მშვიდობა მოგვცეს უფალმა გულშიც და ქვეყანაშიც. ასევე, მინდა მცხეთას და მცხეთელებს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული და დიდი წარმატება, განვითარება, ეკონომიური აღმავლობა ვუსურვო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მიხარია, რომ დღეს ერი და ბერი ერთად ვდგავართ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები