მხატვარი დევიდ დათუნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პორტრეტზე მუშაობს

ცნობილი ამერიკელი მხატვარი დევიდ დათუნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პორტრეტზე მუშაობს. მხატვრის განმარტებით, მისი წამოწყება თავად უწმინდესმა აკურთხა.
მხატვარმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პორტრეტზე მუშაობა თავისი პროექტის „ჭეშმარიტება“ (“The Truth”) ფარგლებში დაიწყო.
დათუნას განმარტებით, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება იმ ადამიანთა პორტრეტები, რომლებიც საკუთარ თავში ურყევ ჭეშმარიტებას ატარებდნენ და თავიანთი ცხოვრება ხალხს მიუძღვნეს. მათ შორის არიან: დალაი ლამა, იოანე პავლე II, დედა ტერეზა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და სხვები.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წამოწყება იქნება, რამდენადაც იგი პირადად აკურთხა კათოლიკოს-პატრიარქმა. ვაშინგტონის მუზეუმში გამოფენის შემდეგ პორტრეტს თბილისში წარმოვადგენ, რათა იგი ქართველ ხალხს გავუზიარო და ვაჩვენო “, -განაცხადა მხატვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები