სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია გურიის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი და კომპანიის წარმომადგენლები გურიის მხარის გუბერნატორს გიორგი ჩხაიძეს შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს მხარეში სადრენაჟე სისტემებზე არსებულ პრობლემებზე, მის მოწესრიგებაზე და დაგეგმილ პროექტებზე, რომელსაც კომპანია ამ მიმართულებით განახორციელებს.
შეხვედრის შემდეგ კომპანიის დირექტორმა და მხარის გუბერნატორმა ადგილზე დაათვალიერეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლესაში მდებარე მთისძირა არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
როგორც კომპანიის დირექტორმა ლევან დვალმა აღნიშნა, 2015 წელს დაგეგმილია მდინარე ფიჩორის გასწორხაზოვნებული მონაკვეთების (წყალმიმღები და წყალგამყვანი) საპროექტო პროფილის (გამტარიანობის გაზრდა) და მასზე მოწყობილი ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია და მერეკრძელა-კაპროვანის (შეკვეთილის) მასივის დამშრობი სისტემის მაგისტრალური წყალგამყვანი არხების, მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და წყალგადამქაჩი სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია.
აღნიშნული სისტემების მოწესრიგება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობის გააუმჯობესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები