გიორგი სოსიაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ამ ძალისთვის დამახასიათებელი ამბებია სახლში მივარდნა, დარბევა და ოჯახის წევრების შეურაცხყოფა

„ამ ძალისთვის დამახასიათებელი ამბებია სახლში მივარდნა, დარბევა, ოჯახის წევრების შეურაცხყოფა და როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ესენი მარტო მივარდნას არ სჯერდებოდნენ,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ცხადად გამოიკვეთა ამ ძალების აქტიურობა მათი საქმიანობა და მთელი ის ქმედებათა ციკლი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელდა.

„ამ ძალისთვის დამახასიათებელი ამბებია სახლში მივარდნა, დარბევა, ოჯახის წევრების შეურაცხყოფა და როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ესენი მარტო მივარდნას არ სჯერდებოდნენ – პირდაპირ კლავდნენ და სახლებს ცეცხლს უკიდებდნენ, ოჯახისწევრებს თვალწინ უხვრეტდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, ადამიანები, რომლებიც ამის ჩამდენები არიან, კიდევ ხელისუფლებაში მოსვლაზე არიან ორიენტირებული. ფინანსდებიან, ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს იღებდნენ და იღებენ გარე ძალების მიერ. მე მათგან ასეთი საქციელი არ მიკვირს. ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოებას ზედმეტი შეხსენებაც არ სჭირდება, რასთან გვაქვს საქმე. ძალიან ცხადად გამოიკვეთა ამ ძალების აქტიურობა მათი საქმიანობა და მთელი ის ქმედებათა ციკლი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელდა. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი აღკვეთა“, – განაცხადა სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები