გივი მიქანაძე: რადიკალურ ოპოზიციას ძალიან აშინებს და მათთვის მიუღებელი არის ის პროცესები, რაც მიმდინარეობს პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში

„რადიკალურ ოპოზიციას ძალიან აშინებს და მათთვის მიუღებელი არის ის პროცესები, რაც მიმდინარეობს პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო  კომისიის შექმნა საჭირო და მნიშვნელოვანი იყო.

„ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან აშინებს და მათთვის მიუღებელი არის ის პროცესები, რაც მიმდინარეობს პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ საზოგადოებისთვის არაფერი აქვთ სათქმელი და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავი აარიდონ პასუხების გაცემას. მათ შორის, მზად არიან, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დადგეს მათთან მიმართებით. ძალიან კარგად იციან, რატომ არ მიდიან კონკრეტული ადამიანები პასუხების გასაცემად.

საზოგადოება კიდევ უფრო მეტ მართლაც გაუგონარ დანაშაულის ამბებს ისმენს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც წინა ხელისუფლების და შემდგომში წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ქვეყნის საზიანოდ იყო განხორციელებული.

ამიტომ ცალსახად ჩანს, რომ ამ კომისიის შექმნა იყო საჭირო, მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე ამ კომისიამ საზოგადოებას აჩვენა მხოლოდ ნაწილი იმ სახისა და იმ რეალობისა, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დროს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები