გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: ვიხილეთ, როგორ ხდებოდა საიდუმლო წერილების გაგზავნა ევროკავშირის ქვეყნების მისამართით

„ვიხილეთ მათი გამოსვლები კონგრესში, როდესაც საკუთარ სამშობლოს აბეზღებდნენ და მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როდესაც ასეთი ფორმებით, ნაბიჯებით აზარალებ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს,“ – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელთა მორიგი აღიარების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ ვიხილეთ, მათ მიერ როგორ ხდებოდა საიდუმლო წერილების გაგზავნა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისამართით. როგორ ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ როგორღაც საქართველო დაებლოკათ სხვადასხვა მოლაპარაკებაში. შეეჩერებინათ ჩვენთვის ფინანსური დახმარება. ვიხილეთ მათი გამოსვლები კონგრესში, როდესაც საკუთარ სამშობლოს აბეზღებდნენ და მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როდესაც ასეთი ფორმებით, ნაბიჯებით აზარალებ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს“, – განაცხადა სოსიაშვილმა.

ცნობისთვის ოპოზიცია აცხადებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ცდილობს, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები