გივი მიქანაძე: ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა აქვს საკმაოდ მაღალი და შესაშური ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნისთვის – ამ ფონზე სწორედ ცდილობენ, რომ იმ მიმართულებით გააკეთონ დარტყმები, სადაც სახელმწიფო ყველაზე მეტად წარმატებულია
„როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე მსოფლიო თანამეგობრობა ხედავს იმ რეალობას, რომ ვერაფერი დააშინებს იმ ხელისუფლებას, რომლის უკანაც დგას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა მორიგი აღიარების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე მსოფლიო თანამეგობრობა ხედავს იმ რეალობას, რომ ვერაფერი დააშინებს იმ ხელისუფლებას, რომლის უკანაც დგას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
„ისინი არიან მონურ მორჩილებაში საკუთარ პატრონებთან და ერთადერთ გზას, რასაც ისინი თავისი აზრით ხედავენ, არის სწორედ საკუთარი პატრონებისთვის პატაკის ჩაბარება და მათი დახმარებით მცდელობები, რომ გარკვეული ზეწოლა და ზემოქმედება იქონიონ, ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე.
თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე მსოფლიო თანამეგობრობა ხედავს იმ რეალობას, რომ ვერაფერი დააშინებს იმ ხელისუფლებას, რომლის უკანაც დგას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
ხედავენ, რომ ხელისუფლების ორგანოები არის ძლიერი და სახელმწიფო არის შემდგარი. ასრულებს თავის ფუნქციას უმაღლეს დონეზე, ხოლო ბიზნესი ვითარდება თავისუფალ გარემოში, ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა აქვს საკმაოდ მაღალი და შესაშური ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნისთვის. ამ ფონზე სწორედ ცდილობენ, რომ იმ მიმართულებით გააკეთონ დარტყმები, სადაც სახელმწიფო ყველაზე მეტად წარმატებულია“, – განაცხადა მიქანაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციის მორიგი აღიარება – აღარ მალავენ, როგორ მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დადიან, რათა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს.