მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ დაინტერესებული ვართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობით –  სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი იმედი

„ჩვენ დაინტერესებული ვართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობით.  სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი იმედი,“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენს რეგიონს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომლის სრულად განხორციელების მიზნით აუცილებელია, მყარი მშვიდობა.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენს რეგიონს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომლის სრულად განხორციელების მიზნით აუცილებელია, მყარი მშვიდობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს. ეს დიდი მიიღწევა. ამავე დროს ყურადსაღებია ის ტრადიციულად კარგი ურთიერთობები, რომელიც ჩვენ ორივე მათგანთან გვაქვს.

აზერბაიჯანი უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. სწორედ მეგობრობისა და თანამშრომლობის საფუძველზე. ეს ძალიან ძლიერი შემადგენელია ჩვენი რეგიონული პოლიტიკისა. სომხეთთან ასევე ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები ახლახან ავიდა სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში და ასევე წარმოადგენს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელს.

ჩვენ დაინტერესებული ვართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობით. მე მუდამ ვამბობ და ახლაც ვიტყვი, რომ ორივეს: სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ მზად ვართ, ყველა ღონე ვიხმაროთ ჩვენს რეგიონში თანამშრომლობისა და დიალოგის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები