სვიმონ ჯანგულაშვილი: ანწუხელიძე გმირია, “ნაცები” დამნაშავეები ხართ

„მართლა, უნიჭოდ რომ იგიჟიანებთ მაგ სულელ თავებს და იდებილებთ, რომ ვითომ ვერ ხვდებით რა თქვა წულუკიანმა, ისტერიკას რომ იმართებთ, მანიპულატორებო,“ – ამის შესახებ საზოგადოება,, ქართულის” წევრი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ანწუხელიძე გმირია,  ნაცები კი დამნაშავეები არიან.

„მხოლოდ ერთი ანწუხელიძე კი არა, მრავალი ანწუხელიძე, და ასევე, სამშობლოს ნაწილები, “ქვა-ღორღიანი” ასობით სოფელი, ახალგორი, კოდორი, აფხაზეთი და სამაჩაბლო უაზროდ, დიახ, უ ა ზ რ ო დ შესწირა საკუთარ პიარს სააკაშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა სადისტურ-მანიაკალურმა პარტიამ.

უაზროდ რატომ შეეწირა კოდორი და ახალგორი სააკაშვილის პიარს?

ახალგორის და კოდორის ხსენებაზე რატომ არ გიჟდებით, არ დაგიმუშავებიათ პროპაგანდის ორგანოებში? გიტყდებათ ახსენოთ ხო თქვენი პარტიული ბელადების ეს სამარცხვინო და დანაშაულებრივი მსხვერპლები?

რატომ არაა კოდორი საქართველოსი?
რატომ არაა ახალგორი საქართველოსი?
რატომ დაიღუპა ანწუხელიძე?

დიახ, უაზროდ გაწირა ანწუხელიძე სააკაშვილმა და მისმა პარტიამ, განსაცდელში ჩააგდეს ის ადამიანი, ლაჩრობასა და გმირულ თავგანწირვას შორის არჩევანისთვის გაწირეს. ამ გაწირვაში მას შეეძლო სისუსტე გამოეჩინა, მაგრამ, გმირულად მოიქცა… ანწუხელიძე რომ გმირია, ეს არ ნიშნავს, რომ მისი იმ მდგომარეობასა და მომენტში ჩაგდება სწორი და კარგი იყო…

შინდისის ვაჟკაცებიც გმირები არიან, მაგრამ, ისინი იმ მდგომარეობამდე, შინდისის იმ ადგილამდე და იმ თავგანწირვის მომენტამდე, სიცოცხლე-სიკვდილის ზღვარზე, უფსკრულის პირას მიიყვანეს სააკაშვილ-უგულავას “გენიალურმა” მთავარსარდლობამ… იმ მომენტში მათ ლაჩრობასა და გმირობას შორის, გმირობა აირჩიეს.

დიადია მათი მსხვერპლი. ისტორიაში მრავალია ასეთ მაგალითი, როდესაც ცუდი მმართველის გამო ადამიანები განსაცდელში ხვდებიან და გმირულად იღუპებიან.

ქართული ოცნების მთავარი დანაშაული ისაა, რომ აქამდე არ გააუქმა და პოლიტიკასა და მედიაში ყოფნა არ აუკრძალა ნაცებს.

ახლა ახალი უბედურება ხდება – “ნაცი” ჩინოვნიკების შვილები შემოდიან პოლიტიკაში. ეს ჭირი, როგორც ჩანს, მოუშორებელია…

ანწუხელიძე გმირია. ნაცები დამნაშავეები ხართ. ნაცების მომხრეები – პროპაგანდის მსხვერპლი, ისტერიული და შემცდარი ადამიანები ხართ. ყველაზე ვირეშმაკები კი, ისინი ხართ, ამდენ წლიან და თვიან ისტერიკას რომ მართავთ იმისთვის, რომ ნაცები დააბრუნოთ ხელისუფლებაში – გვარამიას, ხოშტარიას, ჩახდილ ჯაფარიძის, მელია-ხაბეიშვილ-ბოკუჩავას და მათთან ზურაბიშვილის “ქარტიით” გაერთიანებული სხვა მონსტრებისთვის იბრძვით. თქვენთან ერთად არიან ა.ს.ო-ები და მათი უცხოელი დონორები. ყველანი ერთად გაერთიანდით სამშობლოს წინააღმდეგ. ესვრით ივანიშვილის და კლავთ სამშობლოს. ბოროტი, ისტერიული ბრბო ხართ! – წერს ჯანგულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები