ირაკლი ზარქუა: თეა წულუკიანის წინააღმდეგ მორიგი დაკვეთილი შეტევა ამ უსამშობლოების, ნათლად ანახებს თუ რა დაჯგუფებასთან და რა ღირებულებების ავტორებთან გვაქვს საქმე!
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება.
როგორც ზარქუა აღნიშნავს, იმას რასაც კადრულობენ ეს უსამშობლოები, მორიგი ლუსტრაციაა და მორიგი შეხსენება ქართული საზოგადოებისთვის, რომ ამათი
მოშვება ხელისუფლებაში სახიფათოა და კატეგორიულად მიუღებელი.
“თეა წულუკიანის წინააღმდეგ მორიგი დაკვეთილი შეტევა ამ უსამშობლოების, ნათლად ანახებს თუ რა დაჯგუფებასთან და რა ღირებულებების ავტორებთან გვაქვს საქმე! როგორ ცდილობენ ნათქვამს თავისი ინტერპრეტაცია მისცენ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! თეა მართალ საქმეს ემსახურება და ამას ვერ პატიობენ და ჰგონიათ რომ ამ დაფინანსებული, ამაზრზენი საქციელებით და სპექტაკლებით ან თეას ან ვინმეს შეაშინებენ. იმას რასაც კადრულობენ ეს უსამშობლოები, მორიგი ლუსტრაციაა და მორიგი შეხსენება ქართული საზოგადოებისთვის, რომ ამათი
მოშვება ხელისუფლებაში სახიფათოა და კატეგორიულად მიუღებელი! თეას და
მის ოჯახს ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა!” – წერს ირაკლი ზარქუა.