ჯეფრი საქსი: ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას
“ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას”, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოში NATO-ს იდეის განვითარება დაიწყო, ეს მთელი რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცა.
“უპირველეს ყოვლისა, ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას. ვფიქრობ, გავლენები და ჩარევები არანაირი სარგებლის მომტანი არ არის. იმედი მაქვს, ეს ხალხი საქართველოს საშუალებას მისცემს ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა, საკუთარი შიდა საქმეები, იმ შფოთის გარეშე, რომელიც ბრიუსელიდან თუ სხვა მხრიდან მოდის. მეორე, მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა – საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად უნდა იმუშაონ, როგორც აღმოსავლეთ – დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორების ეკონომიკურ სტრატეგიაზე, ისევე უსაფრთხოებაზე, ვინაიდან ეს ცოტათი რთული რეგიონია.
მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამხრეთ კავკასიას შეუძლია ეფექტურად იმუშაოს. მთელი ეს გარედან მომავალი შფოთვა და მღელვარება ნამდვილად არ არის კარგი. გულწრფელად გითხრათ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოში NATO-ს იდეის განვითარება დაიწყო, სამწუხაროდ, ეს იქცა მთელი რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად – ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.
NATO შორს უნდა დარჩენილიყო უკრაინისგანაც და ახლა მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა, რადგან არ შეიქმნებოდა რუსეთთან დაძაბულობა და ომი, რამაც დესტაბილიზაცია მოიტანა ყველასთვის”, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.