ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გამოდის როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგი
„ეს იყო რეჟიმი, რომელიც განგრძობითად, სისტემურად უწყობდა ტერორს ჩვენს მოქალაქეებს, აუბედურებდა ოჯახებს. დიახ, კლავდა ადამიანებს, რაც ჩვენ შეგვიძლია, უკვე გამოკვეთილად ვთქვათ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გამოდის როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგი.
„მოქმედებდა სქემა, ამ სქემის სათავეში იყო პირდაპირ პოლიტიკური ვერტიკალი – სააკაშვილიდან დაწყებული მისი ხელის ბიჭებით დამთავრებული. მოვისმინეთ, თუ როგორ იყენებდა სახელმწიფო ინსტიტუციის წარმომადგენლებს პირადი ინტერესებისთვის, რაც აბსოლუტურად გაუგონარია.
ტოლობის ნიშანი არის ფაშისტურ რეჟიმსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გამოდის როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგი – როგორც მას მომავალი ჰქონდა, ასეთივე მომავალი უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ანუ, უნდა გასამართლდეს, დაესვას წერტილი და უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.