საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პაატა სალიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა

“საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა,  პაატა სალიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა,”- ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში პაატა სალიას იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დადგა, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. აქედან გამომდინარე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის შესაბამის დასკვნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები