ალუდა ღუდუშაური დიდი ბრიტანეთის სანქციებზე: დღეს, 21-ე საუკუნეში როცა ვხედავთ ასეთ უარგუმენტო და ხშირ შემთხვევაში სუბიექტურ გადაწყვეტილებას, ეს მათ იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

„სრულიად ნათელია, რომ ეს ხდება იმისთვის, რომ ინსტიტუციებზე მიიტანონ იერიში. გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთი მართლაც არის თავისი ისტორიით სანიმუშო ქვეყანა სამართლის ასპექტების მხრივ და დღეს, 21-ე საუკუნეში როცა ვხედავთ ასეთ უარგუმენტო და ხშირ შემთხვევაში სუბიექტურ გადაწყვეტილებას, ეს მათ იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები