ილია მეორე: ღვთის ძალითა და შეწევნით განსაცდელები დაძლეული იქნება
ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, ტაძრის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
“ეს გზა ყოველმან ადამიანმა უნდა იპოვოს. ხშირად ეს გზა არის ვიწრო, განსაცდელებით სავსე, მაგრამ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა ტაძარში შეკრებილთ დღევანდელი დღე მიულოცა.
ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. პატრიარქმა დალოცა პრემიერ-მინისტრი და უსურვა: “ღმერთმა მისცეს ძალა, გაუძღვეს ამ დიდ საქმეს”. დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა.