ტრამპი ნიუ-იორკში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

განცხადებები იმის შესახებ, თუ რა მოხდა და როგორ, მალე გაკეთდება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა.

ქვეყნის ლიდერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიუ-იორკში, მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენის ჩავარდნის ფაქტს და მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.

“საშინელი ფაქტია ვერტმფრენის ჩამოვარდნა მდინარე ჰუდსონში. როგორც ჩანს, ექვსი ადამიანი, პილოტი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი, ჩვენთან აღარ არიან. შემთხვევის ამსახველი კადრები შემზარავია. ღმერთმა დალოცოს დაღუპულთა ოჯახები და მეგობრები. ტრანსპორტის მდივანი შონ დაფი და მისი ნიჭიერი პერსონალი უკვე ამ საქმეზე მუშაობენ. განცხადებები იმის შესახებ, თუ რა მოხდა და როგორ, მალე გაკეთდება!”,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები