ტრამპი, შესაძლოა, თურქეთს ეწვიოს
მომავალ თვეში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, შესაძლოა, თურქეთს ეწვიოს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპმა თურქეთში შესაძლო ვიზიტი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ბოლო სატელეფონო საუბრისას განიხილა.
“მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, საბოლოოდ ჩავა თუ არა ტრამპი თურქეთში, დისკუსია თავისთავად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თურქეთში სამუშაო ვიზიტით რამდენიმე წელია, არ ყოფილა”,- წერს გამოცემა.
საკითხში გარკვეული პირი ანონიმურად აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის ტრამპი, ამ მოგზაურობის ფარგლებში, ისრაელში ჩასვლას არ გეგმავს.