CBS News: უკრაინაში აშშ-ის ელჩი თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვებას გეგმავს

აშშ-ის ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომას აპირებს, – ამის შესახებ CBS News-ს სამმა წყარომ განუცხადა.

გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

„ელჩი ბრინკი ტოვებს თანამდებობას. ის სამი წელია იქ ელჩია – ეს არის დიდი დრო ომის ზონაში. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა“, – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განცხადებაში.

წყაროების ცნობით, ბრინკს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დოკუმენტები ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა იგი კოლეგებს გამოსამშვიდობებელ ზარებს უგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები