თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას „STEINWAY AND SONS“-ის 14 ერთეული ახალი როიალი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გადაეცა

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, მსოფლიოში აღიარებული როიალების მწარმოებელი კომპანია „STEINWAY AND SONS“- ის 14 ერთეული ახალი როიალი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გადაეცა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინსტრუმენტები „STEINWAY AND SONS“-ის წარმომადგენლებმა აუდიტორიებში განათავსეს, შეამოწმეს და გამართეს. ამით დასრულდა კონსერვატორიაში ძველი როიალების ახლით ჩანაცვლება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის – 71, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედისთვის“ კი, 8 ახალი როიალი შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები