„შემოსვლა“ – ლაშა ავსაჯანიშვილის გამოფენა გაიმართება

12-13 აპრილს, 16:00-20:00 საათზე, ლაშა ავსაჯანიშვილის გამოფენა „შემოსვლა“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს არის ტრანსცენდენტული ხელოვნების უნიკალური კოლექცია, რომელიც შექმნილია სულიერი გამოღვიძებისა და აღმავლობის პროცესში, სადაც ყოველი ნახატი ასახავს შინაგანი მოგზაურობის გამოცდილებას.
„ლაშას ნახატები წარმოადგენს სარკეს, რომელშიც თითოეული მნახველი საკუთარ განცდებს, ფიქრებსა და ემოციებს აღმოაჩენს. მათი მრავალფეროვანი სიმბოლიკა და ღრმა ფერთა პალიტრა საშუალებას გაძლევთ იპოვოთ სიმშვიდე და შინაგანი წონასწორობა, დაუკავშირდეთ თქვენს ინტუიციას ვიზუალური მედიტაციის გზით; აღმოაჩინოთ ახალი პერსპექტივები საკუთარ ცხოვრებაში, იგრძნოთ ენერგეტიკული ჰარმონია, რომელიც გამოსჭვივის ნამუშევრებიდან.
მოემზადეთ შთამბეჭდავი, სულიერი მოგზაურობისთვის, სადაც ფერები და ფორმები გახდებიან თქვენი გზამკვლევები ცნობიერების უფრო ღრმა შრეებისკენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.​​​​​​​​​​​​​​​​

ადგილი: ზვიად გამსახურდიას სანაპირო №98

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები