ქართველი მოჭიდავე მირიან მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძემ(92 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე იარასლაუ იადკუსკი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე მირიან მაისურაძემ მერვედფინალში პოლონელ ცეზარი სადოვსკის, მეოთხედფინალში კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ადლან ვისხანოვს სძლია; ხოლო ნახევარფინალი აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვთან დათმო.

საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე ოთხი მედალია: ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო, ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), ტურნირი მესამე ადგილზე კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) დაასრულეს.

ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები