დღეს თბილისში წვიმიანი ამინდი იქნება

დღეს, 9 აპრილს თბილისში წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისშიც იწვიმებს, დღისით +12 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +13, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსები მესტიაში თოვლს ვარაუდობენ. დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ნალექიანი ამინდია, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +16 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს ვარაუდობენ ბაკურიანში, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც თოვლს ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +7, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღე  იქნება, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები