სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება

11 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შესრულდება ქართული და ევროპული საგუნდო მუსიკა: Giovanni Pierluigi da Palestrina, Tomás Luis de Victoria, Thomas Tallis, Claudio Monteverdi, Henry Purcell, Eric Whitacre, გია ყანჩელი, იოსებ კეჭაყმაძე, ზვიად ბოლქვაძე.
გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი: სვიმონ ჯანგულაშვილი
სოლისტები: ზვიად მიჩილაშვილი, თორნიკე პაპიძე, ირაკლი ტყვაცირია;
მოწვეული სოლისტი: ანა ფალავანდიშვილი (სოპრანო);
მოწვეული მუსიკოსი: გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი), სანდრო ჩიჯავაძე (ჩელო).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები