„არ გვიხდით?! არ გადავიხდით“! – მარჯანიშვილის თეატრში პრემიერაა
17,18,29 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა: წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი: „არ გვიხდით?! არ გადავიხდით“! (სოციალურ-პოლიტიკური კომედია).
მარჯანიშვილის თეატრის ინფორმაციით, პიესის ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ლაშა შეროზია, რომელმაც დარიო ფოს პიესა თარგმნა – მაია ჯაფარიძემ.
რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი – ლაშა შეროზია;
სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი – შოთიკო ბაგალიშვილი;
ქორეოგრაფი – გია მარღანია;
რეჟისორის ასისტენტი – ლიკა მამიაშვილი.
მოქმედი პირები და შემსრულებლები:
ანტონია – ქეთი ცხაკაია;
მარგარიტა – ანა სანაია;
ჯოვანი – ბესო ბარათაშვილი;
ლუიჯი – დიმიტრი ტატიშვილი;
უშიშროების თანამშრომელი – ვარლამ კორშია;
პოლიციელი – გვანცა კორშია;
სპექტაკლის შესახებ:
პროდუქტებზე ფასების მატების, ბანკების პროცენტების ზრდის და სამუშაო ადგილების შემცირების გამო ქვეყანაში კრიზისია. ანტონია, სხვა მუშათა კლასის ქალებთან ერთად, რომლებიც უარს ამბობენ გაბერილი ფასების გადახდაზე, მაღაზიიდან პროდუქტებს ისე დაიტაცებენ, არაფერს არ გადაიხდიან.
თუმცა ანტონიას უფრო რთული ამოცანა აქვს წინ, ნაქურდალის დამალვა კანონმორჩილი ქმრისგან და პოლიციისგან, რომლებიც უკვე სახლებს ჩხრეკენ დამნაშავეების დასაჭერად.
ანტონიას თავის თანამზრახველ მარგარიტასთან ერთად უამრავი ტყუილის მოგონება უწევს თავის დასაძვრენად, რაც თავისთავად სიტუაციას აბსურდულს და ძალიან კომიკურს ხდის. ანტონიას იდეას, პროდუქტების ტანსაცმლის ქვეშ დამალვაზე, მთელი უბნის ქალები აიტაცებენ. ყველა ქალი ორსულია, პოლიცია დაბნეულია, სიტუაცია ჩიხში შევიდა….
სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, მადლობა მათ გვერდში დგომისათვის!