ბათუმის სადგურის მიმდებარედ, მატარებელი ბავშვს დაეჯახა – არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.

„უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები