სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. დღესასწაულთან დაკავშირებით უფლის კვართის ადგილი და მთლიანად ტაძარი ყვავილებით არის შემკული. ტაძარში მომლოცველებს სპეციალური საშვებით უშვებენ.
სვეტიცხოვლის ტაძარში 12:00 საათისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. სვეტიცხოვლის მონასტრის ტერიტორიაზე დაცვის განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ქუჩებში საპატრულო პოლიციის ჯგუფები დგანან და წესრიგს იცავენ. მცხეთაში თბილისიდან შესასვლელი გზა გადაკეტილია და ავტომობილებს სპეციალური საშვებით უშვებენ.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ქალაქში საზეიმო განწყობაა. გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები, შემოდგომის ხილი და ტკბილეული. დღეს მცხეთაში სპორტული და გასართობი ღონისძიებები იგეგმება. დღის ბოლოს გალაკონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები