ევროკავშირის მინისტრები დონალდ ტრამპის ტარიფებზე პასუხის განსახილველად შეიკრიბებიან

ევროკავშირის მინისტრები დღეს ერთმანეთს ლუქსემბურგში შეხვდებიან, რათა განიხილონ ევროკავშირის პასუხი და მოისმინონ ევროკავშირის სავაჭრო კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის შეხვედრების შედეგები ამერიკელ კოლეგებთან- ამის შესახებ “ბლუმბერგი” იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, დღეს შეფჩოვიჩი, სავარაუდოდ, მინისტრებს არა მხოლოდ იმაზე გაესაუბრება, თუ რას ფიქრობს მათზე, არამედ იმაზეც, თუ რა შეიძლება გააკეთოს ბლოკმა საპასუხოდ, რადგან ევროკავშირის შიგნით შიდა განხეთქილების პირველი ნიშნებია.

“ევროკავშირის ლიდერები ჩვენი დისკუსიის დროს ყურადღებას გაამახვილებენ შემდეგ ნაბიჯებზე, თუ როგორ მოვამზადოთ ისინი აშშ-სთან მიმართებით და როგორ მოვამზადოთ ევროპა ნებისმიერი პოტენციური „ვაჭრობის გადახრისთვის“,- განაცხადა ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპისა და აზიის ლიდერებს მისი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ ესაუბრა.

„არ მინდა, რომ რაიმე დაღმასვლას განიცდიდეს, მაგრამ ხანდახან წამალი უნდა დალიო, რომ რაღაც გამოასწორო. რა მოხდება ბაზრებზე, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გაცილებით ძლიერია.

“ვესაუბრე უამრავ ლიდერს – ევროპელებსა და აზიელებს, მთელი მსოფლიოდან. მათ გარიგების დადების სურვილი კლავთ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ჩვენ არ გვექნება დეფიციტი თქვენს ქვეყანასთან, ჩემთვის დეფიციტი დანაკარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები