ქართველი რეჟისორის მხატვრული ფილმი The North Film Festival Sweden-ის კინოფესტივალის ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი
ქართველი რეჟისორის – გიორგი მარკოზაშვილის მხატვრული ფილმი – “სორო” (The Burrow) The North Film Festival Sweden-ის კინოფესტივალზე ოთხი ნომინაციაზეა წარდგენილი.
“სორო” (The Burrow) წარდგენილია შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მამაკაცი მსახიობი და საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი. აღნიშნულ კატეგორიებში ასევე წარდგენილია ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, გერმანია, მექსიკა, კანადა, საფრანგეთი).
“სორო” მარკოზაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც 2025 წლის 24 აპრილს სტოკჰოლმში (შვედეთი) გაიმართება.
ფილმის სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა ქალია, რომელიც მოწმის სტატუსით უნდა წარდგეს სასამართლოში. მოწმეთა დაცვის სამსახურს კი მისი დროებით გადამალვა უხდება, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
ფილმში მთავარ როლებს ოთარ მიქელაძე, დათა გოგიაშვილი, ლიკა გიორგობიანი, დავით ტყებუჩავა და ნიკო კანკია ასრულებენ.
The North Film Festival Sweden 2025 წლის 24-25 აპრილს სტოკჰოლმში ჩატარდება.