ესპანეთში, მადრიდში, ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
დღეს ესპანეთში, მადრიდში, ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას გიორგი კეკელიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
2024 წელს კომპანია „ბიბლუსმა“, გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის თაოსნობით, გიორგი კეკელიძესთან ერთად დააფუძნა „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება”, რომლის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე გახდა. საზოგადოება ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.