თეთრი სახლი: ტრამპი რუსეთ-უკრაინის ლიდერებით იმედგაცრუებულია

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმერ პუტინით.

„მე შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა თქვა წუხელ. ის იმედგაცრუებულია ამ ორივე ლიდერით. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ხალხი ორივე მხრიდან იღუპება და ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება“, – ხაზგასმით აღნიშნა ლევიტმა.

ტრამპის თქმით, ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ორივე მხრიდან ბევრი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები