გურამ მაჭარაშვილი – ელენე ხოშტარიაზე: აღიარა, რომ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და მერე პოლიციელებმა ის პროცედურა გაატარეს, რაც კანონით არის დადგენილი

წამება რა არის და როგორ გამოდიან ადამიანები ციხიდან, სჯობს ეს დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე ნახონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

„თან აღიარა, რომ შეურაცხყოფას აყენებდა სიმღერ-სიმღერით პოლიციელებს და მერე პოლიციელებმა მიუთითეს და გაატარეს ის პროცედურა, რაც კანონით არის დადგენილი. რა თქმა უნდა, ეს პროცედურა ყველამ უნდა გაიაროს. წამება რა არის და ადამიანები ციხიდან თუ გამოდიან საერთოდ, როგორ გამოდიან გუშინდელ სხდომას უყურონ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები