გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში საელჩოების უმრავლესობა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად არიან გადაქცეულნი

საქართველოში საელჩოების უმრავლესობა აშკარად და პირდაპირ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად არიან გადაქცეულნი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გუშინ საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკის გამოყენებას გამოეხმაურა.

„საელჩოები საქართველოში, უმრავლესობა მათგანი გადაქცეულია„კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად, აშკარად და პირდაპირ. კანონით აკრძალული რაც არის იმას ისვრიან, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშია აკრძალული, აშშ-ია აკრძალული ფეიერვერკები. რატომ არ გამოდიან ახლა და რატომ არ გმობენ იმას, რომ აქციაზე ამ კანონს არღვევენ. ისევ ფანჯრები ჩაიმსხვრა საქართველოს პარლამენტში და ა.შ. ეს ხომ პირდაპირი მონაწილეობა და წახალისებაა იმ რადიკალური პროცესების, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები