საფრანგეთის ხელისუფლებამ ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო, რომელიც მანამდე ევროპარლამენტის თანხების მითვისებაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. ამის შესახებ სააგენტო France Presse სასამართლო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„ახალი გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზის სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეების მიმართ მუქარა დაიწყო, რომლებმაც მარინ ლე პენს არჩევნებში მონაწილეობა ხუთი წლით აუკრძალეს“, – იტყობინება მედია.
მაგისტრატთა უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ლე პენის საქმის განმხილველ მოსამართლეებს სასჯელის გამოტანის შემდეგ დაემუქრნენ.
მოგვიანებით საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა მოსამართლეების მიმართ მუქარას მიუღებელი უწოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირომ განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების კრიტიკა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 5 წლის განმავლობაში საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, მას ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდა დაეკისრა.