ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ვულკანი ამოიფრქვა,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

2021 წლის შემდეგ რეიკიანესის სამხრეთით მდებარე ვულკანის,  უკვე მე-11 ამოფრქვევაა.

ვულკანის ამოფრქვევამ ტურისტებისა და მცხოვრებლების ევაკუაცია გამოიწვია, თუმცა საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

ლავამ გრინდავიკის მახლობლად განთავსებულ დამცავ ბარიერებამდე მიაღწია.

ცნობისთვის, ისლანდიაში 33 მოქმედი ვულკანური სისტემაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები