“მეათე არჩევნები გვიახლოვდება და იმ პოლიტიკური მიდგომებით, რასაც ვუყურებთ ამ წლების განმავლობაში და რაც ვნახეთ გუშინ, არამგონია, ჩვენს ოპოზიციას რაიმემ უშველოს” – ქართველიშვილი
“მეათე არჩევნები გვიახლოვდება და იმ პოლიტიკური მიდგომებით, რასაც ვუყურებთ ამ წლების განმავლობაში და რაც ვნახეთ გუშინ, არმგონია, ჩვენს ოპოზიციას რაიმემ უშველოს”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, დაინტერესებული ვარ, რომ ხელისუფლებას ჰყავდეს კონსტრუქციული, კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც არ მისცემს საშუალებას ხელისუფლებას რაღაც მიმართულებებში მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვების. თუმცა უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში თვალს ვადევნებთ ჩატარებულ ოთხ საპარლამენტო, სამ საპრეზიდენტო არჩევნებს თავისი პირველი და მეორე ტურით, გვიახლოვდება სამი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მათ შორის ოპოზიციას ეძლევა საშუალება, დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში მიიღონ მონაწილეობა. მეათე არჩევნები გვიახლოვდება და იმ პოლიტიკური მიდგომებით, რასაც ვუყურებთ ამ წლების განმავლობაში და რაც ვნახეთ გუშინ, არამგონია, ჩვენს ოპოზიციას რაიმემ უშველოს“, – აღნიშნა ქართველიშვილმა.