მიანმარში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2719-მდე გაიზარდა, 4512-ზე მეტი დაშავდა,- ამის შესახებ მიანმარის სამხედრო ხუნტამ დღეს განაცხადა.
როგორც Deutche Welle იუწყება, მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგ, შენობების ნანგრევებში ჩარჩენილთა გადარჩენის იმედი არ არის.
სამაშველო სამუშაოებს ცხელი ამინდი ართულებს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა კიდევ 40 გრადუსამდე მოიმატებს.
“ქალაქ მანდალაიში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს, სიცხემ დაღუპულთა ცხედრების დაშლა დააჩქარა, რამაც შესაძლოა გაართულოს მათი იდენტიფიცირება”,- აღნიშნავს მედია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ქვეყანაში დაავადების გავრცელების საფრთხის გამო უმაღლესი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.