ბათუმის ავტოტრანსპორტის ორი მძღოლი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს
ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების ორი მძღოლი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას აგრძელებს. უკვე მეხუთე დღეა რაც შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 300- მდე მძღოლი გაფიცულია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები კომპანიის ხელმძღვანელის გია ლორიას გადადგომასა და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ორშაბათს კომისია შეიქმნება, რომელიც მძღოლების მოთხოვნების საფუძვლიანობას შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის საკრებულოში პროფკავშირებისა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.